რეზოლუცია 1325 შინაარსი ბევრი თქვენთაგანისთვის კარგად ცნობილია, ჩვენს ბლოგზე მე ხშირად ვანთავსებ პოსტებს და ერთი სიტყვით მისი დავიწყების საშუალებას არ გაძლევთ. ახლა თქვენთვის სასიხარულო ამბავი მაქვს, მართალია დაგვიანებით, მაგრამ როგორც ქართველების უმარავლესობა, მეც საახალწლო ციებ–ცხელებით გახლდით შეპყრობილი. ჰო, მართლა, გილოცავთ 2012 წლის დადგომას , იმედია რომ ეს წელი და მომავალი წლები უკეთესი იქნება, თუნდაც იმიტომ რომ 2011 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო სამოქმედო გეგმა რეზოლუცია 1325“ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განსახორციელებლად. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2 წინააღმდეგი ყავდა მის მიღებას, რაც იმის იმედს გვაძლევს ,რომ ხალხის რჩეულებმა გაცნობიერებულად დაუჭირეს მხარი იმ სამოქმედო გეგმის მიღებას, რომელმაც უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს ჩვენი ცხოვრება.
„ფონდი ტასო“ და თვითდახმარების ჯგუფები მონაწილეობას იღებდნენ ამ სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. სამოქალაქო საზოგადოების იმ ფენის ჩართვა, რომელსაც ყველაზე მეტად ეხება ეს რეზოლუცია, სწორედ „ფონდმა ტასომ“ უზრუნველყო. თვითდახმარების ჯგუფებმა შეიმუშავეს საკამაოდ ყურადსაღები რეკომენდაციები ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის , ახლა როცა ეს გეგმა დამტკიცდა დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ჩვენს ცხოვრებაზე აისახება და ის მოლოდინი, ენთუზიაზმი, რაც ამ რეკომენდაციების შემუშავებისას გვქონდა გამართლდება. ის ფაქტი, რომ სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი მართლაც დემოკრატიულად მიმდინარეობდა, გვაძლევს იმის იმედს, რომ ის დევნილი და ადგილობრივი ქალები, რომლებიც თვითდახმარების ჯგუფებში ერთიანდებიან და არა მხოლოდ ისინი, ჩართულნი იქნებიან ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში, რადგან სამოქმედო გეგმის მიღების ძირითადი მიზანი სწორედ ეს არის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და ველი თქვენს გამოხმაურებას.
ხატია ძაძუა. სამეგრელო

ოცდახუთსა და რამდენსა შობა გათენებულაო,

შობის მადლი შეგეწიოთ,ქრისტე დაბადებულაო,

ეს სახლი ვინ ააშენა,ვინ დახურა მუხის გული?

ამშენებლის დედა ცხონდეს,დამხურავის მამის სული.

,,აკოშკიდან” გადვიხედე,ერბო გიდგათ ქილებითა,

თუ გამოგაქვთ გამოიტათ,თორემ წავალ გინებითა.

ალათასა,ბალათასა კვერცხი უნდა კალათასა.

აქა ღორი დაკლულაო,ნაყელარი ჩვენიაო,ნასამედი თქვენიაო

პატარძალო ჩვენო ლხინო,მარნის კარი გიჭრიალებს,

მარნის ქოცო აგვიხადე,ყელი ჩაგვიმაჭრიანე.

ლარისასგან დიდი სიყვარულით

This slideshow requires JavaScript.

თდჯ „ხელმარჯვე ქალები“, ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფ „მომავლის იმედთან“ ერთად შევიკრიბეთ ჩვენს კომპიუტერულ ცენტრში, ახალგაზრდებს გავაცანით ინფორმაცია გენდერული ძალადობის წინაარმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის შესახებ, ვიმსჯელეთ ქალთა მიმართ ძალადობაზე ოჯახში და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ. თითოეულმა მონაწილემ გამოთქვა თავისი აზრი, ბოლოს შევჯერდით და პროტესტი გამოვხატეთ შემდეგნაირად: მოსახლეობაში გავავრცელეთ ბუკლეტები სათაურით „16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“, მასში მოვუწოდებდით მოსახლეობას რომ ხმა აიმაღლონ და გამოხატონ პროტესტი ადამიანის უფლებების დასაცავად და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ასევე გავავრცელეთ პროკლამაციები წარწერით „მშვიდობა ჩვენს ოჯახებში და მთელს მსოფლიოში, დავძლიოთ მილიტარიზმი და ბოლო მოვუღოთ ძალადობას ქალთა მიმართ“.ვმართავდით მცირე დისკუსიებს ქუჩაში შემხვედრ ადამიანებთან, მოკლედ ვაცნობდით 16 დღიანი კამპანიის შესახებ და ვისმენდით მათ აზრს ქალთა მიმართ ძალადობაზე. ერთერთი ხანდაზმული ქალბატონის ნანო გიგუაშვილის თქმით ეს ისეთი პრობლემაა, რომლის აღმოფხვრასაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება თუ ყველა ქალმა არ იბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ.
ჩვენ „ხელმარჯვე ქალებს“ კი ჩვენი მოსაზრება გვაქვს ამ საკითხზე, მომავალი თაობა უნდა აღვზარდოთ იმ შეგნებით რომ ქალი და მამაკაცი თანასწორი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ ოჯახშიც და საზოგადოებაშიც.ახალგაზრდები ხალისით აკრავდნენ თავშეყრის ადგილებში ამ პროკლამაციებს. ისინი ამაყობდნენ იმით რომ მიეცათ საშუალება შეეტანათ წვლილი და „ხელმარჯვე ქალებთან“ ერთად გამოეხატათ პროტესტი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.

„ხელმარჯვე ქალები“
შიდა ქართლი, კარალეთის თემი.

“როგორი იქნებოდა სამხრეთ კავკასია გენდერული თანასწორობისას”?
სწორედ ეს კითხვა გახდა მთავარი განხილვის საგანი თხზულებათა სტუდენტური კონკურსის, რომელმაც მოიძია ახალგაზრდები სრულიად სამხრეთ კავკასიის მასშტაბით, რათა წარმოედგინათ რეგიონში არსებული გენდერული თანასწორობის სურათის მათეული ხედვა.
აღნიშნული კონკურსი ქეა საერთაშორისომ კავკასიაში 5 პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მოაწყო პროექტ “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობისთვის ქალთა შესაძლებლობების გაძლიერების” ფარგლებში,რომელიც დაფინანსებულია ევრო კავშირის მიერ, ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან ერთად.

50 მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა თხზულებათა კონკურსში, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში გენდერული თანასწორობის შესახებ ინტერესის გაღვივებას, ცნობიერების ამაღლებასა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახალგაზრდების ხედვის გაცნობიერებას. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აკადემიური გამოცდილების მქონე სტუდენტებმა და მკვლევარებმა.აფხაზეთში, საქართველოში,სომხეთში, მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანში მომუშავე ადამიანის უფლებათა სპეციალისტების ჯიურის მიერ სულ თერთმეტი თხზულება შეირჩა.
სტუდენტებმა კრიტიკულად გაანალიზეს საკითხი კანონის, რელიგიის, სოციალური და ეკონომიკური საკითხების როლის გათვალისწინებით. რეგიონში გენდერული თანასწორობის შესახებ მათი ხედვის გადმოსაცემად ზოგმა ანალიტიკური ხერხი არჩია, ხოლო ზოგმა მხატვრული მიდგომა გამოიყენა. თხზულებების უმრავლესობა საგულდაგულოდ განიხილავდა სხვადსხვა სექტორში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას და მის მნიშვნელობას მდგრადი განვითარებისთვის, მაშინ როცა ზოგიერთი სტუდენტი უფრო სკეპტიკურად იყო განწყობილი და მიაჩნიათ, რომ გენდერული თანასწორობის არსებობა შეუძლებელია სამხრეთ კავკასიაში. აღსანიშნავია ისიც რომ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტების გარკვეულმა ნაწილმა დაასკვნა, რომ გენდერული თანასწორობა ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობის მშენებლობას.
“სასიამოვნოა მთელი კავკასიის მასშტაბით უნივერსიტეტების სტუდენტების ასეთი აქტიური ჩართულობა. ქეა თვლის, რომ ქალთა მონაწილეობა სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აუცილებელია მდგრადი განვითარების პირობის შესაქმნელად , ასევე საოცრად იმედის მომცემია, რომ ამ თემით ახალგაზრდა თაობა დაინტერესდა”.განაცხადა ენტონი ფორმანმა , პროექტის დირექტორი ქეა საერთაშორისო კავკასიაში.
თხზულებათა სტუდენტური კონკურსი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325, ქალი, მშვიდობა და უსაფრთხოება,მიღებას მიეძღვნა, რომელიც ყოველი წლის 31 ოქტომბერს აღინიშნება. რეზოლუცია მოუწოდებს ქალთა ჩართულობას კონფლიქტის პრევენციაში, პოსტ–კონფლიქტურ დაგეგმარებასა და რეკონსტრუქციაში და ქალთა გაძლიერებულ დაცვას კონფლიქტის და პოსტ–კონფლიქტურ სიტუაციაში.

გთავაზობთ ნაწყვეტებს ხუთი გამარჯვებული თხზულებიდან, რომლებმაც პირველი ადგილები დაიკავეს:
აფხაზეთი

ინნა კვარჩია
“ვცდილობ ვუპასუხო კითხვას რა შეიცვლებოდა სამხრეთ კავკასიაში ქალების და მამაკაცების თანასწორობის თანასწორობის შემთხვევაში, შესაბამისად ჩნდება კითხვების მთელი რიგი, არის თუ არა შესაძლებელი არსებობდეს რეალურად გენდერული თანასწორობა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს? სამხრეთ კავკასია ამისთვის მზად არ არის? თავად ქალებს თუ სურთ ეს? რა უნდა გაკეთდეს ამის მისაღწევად?
მიმაჩნია რომ ბევრი თავად ქალებზე არის დამოკიდებული. მათ წინაშე თავისუფალი არჩევანია:გახდე დიასახლისი და დაკავდე სასიამოვნო საქმეებით, მიიღო განათლება და შეიქმნა კარიერა, მზად იყო დაძლიო სირთულეები რათა გახდე თვით რეალიზებული პროფესიონალი ან ორივე შეუთავსო ერთამენთს”
არავინ უარყოფს მამაკაცების ღირსებებს, განსაკუთრებით მათი ფიქრის,ნებისმიერ გარემობებეში დროული რეაგირების, ნებისყოფის და მართვის უნარს, თუმცა ამავე დროს ქალთა მონაწილეობა და მათი ცოდნისა და ნიჭის გამოყენება სერიოზულად მნიშვნელოვანი ხდება.ქალთა პერსპექტივას შეუძლია სოციალურ ცხოვრებაში, ეკონომიკის, კულტურის და განათლების სფეროებში ცვლილებების მოტანა.დარწმუნებული ვარ, რომ სამხრეთ კავკასიაში ქალებს შუძლიათ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანონ, როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებებში ასევე კონფლიქტის მოგვარების პროცესში მონაწილეობით.”

სპმხეთი
ანრი გრიგორიანი

“მამაკაცები არ აფასებენ ქალთა შესაძლებლობებს და მიაჩნიათ , რომ ქალებს არ შუძლიათ სერიოზული საკითხების გადაწყვეტა, თუკი დღეს სამხრეთ კავკასიაში ქალმა საკუთარ თავზე ოჯახის ტვირთის ტარების პასუხისმგებლობა აიღო, მაშინ ვინ თქვა რომ ქალს არ შუძლია იყოს ხელძღვანელი და იყოს თემის ან თუნდაც ქვეყნის ლიდერი დ ამას მამაკაცებზე უარესად არ გააკეთებენ”.

აზერბაიჯანი
ფიდან აზიმოვა

“გენდერულად დაბალანსებულ საზოგადოებაა შუძლია სამხრეთ კავკასიას მშვიდობა მოუტანოს”, წერს ბაქოელი ფიდან აზიმოვა, აზერბაიჯანიდან. “თუ ქალები დ მამაკაცები თანაბრად არ არიან წარმოდგენილი საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სფეროში, მაშინ იქ დემოკრატია არ არის, ამიტომაც როცა ხდება გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება მათი ჰარმონიზაცია და მრავალი ასეთი გადაწყვეტილებების შედეგი ნულოვანია. სამხრეთ კავკასიას ქალების დიდი ინტელექტუალური პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ქალები ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ,გადაწყვეტილების მიღების დონეზე მაღალი თანამდებობები უნდა დაიკავონ და ომის პატრიარქატულ კულტურას მშვიდობის კულტურა უნდა დაუპირისპირონ.დემოკრატია მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტები არ არის, როდესაც ქალებს ხელი არ მიუწვდებათ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, მაშინ დემოკრატია არ მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ძნელად წარმოსადგენია, მე დარწმუნებული ვარ, რომ გენდერულად დაბალანსებული საზოგადოება სამხრეთ კავკასიას მშვიდობას მოუტანს”.

საქართველო
თამარ შამათავა

“სამხრეთ კავკასია უფრო უსაფრთხო და მშვიდობიანი იქნებოდა. სამი დიდი კონფლიქტი მოგვარდებოდა… და ეს უდიდეს ბედნიერებას მოიტანდა, ამბობენ რომ მშვიდობას ქალის სახე აქვს… ასევე ბვერი მსმენია ქალთა დიპლომატიის, მათი მშვიდობისმყოფელი ბუნების შესახებ და სწორედ ამიტომაც ვარ დარწმუნებული. ნაკლები ძალადობა და აგრესია,ჰარმონიული ურთიერთობები ოჯახში და საზოგადოებაში – ეს გენდერული თანასწორობის მთავარი მიღწევა იქნებოდა.გენდერული თანასწორობა თვითმიზანი არ არის: ეს არის წინაპირობა უკეთესი მომავლის შესაქმნელად, ექსტრემიზმის დასამარცხებლად და ეკონომიკური განვითარების, მშვიდობის და კეთილდღეობის მისაღწევად”.

მთიანი ყარაბაღი
ოვსეპიან ვარნაუში

“სამხრეთ კავკასიაში გენდერული თანასწორობის შემთხვევაში, სოციალურ–პოლიტიკური სიტუაცია ბევრად სანუგეშო არ იქნებოდა, რადგან რეგიონის “ცხელ–სისხლიანი” მამაკაცები ასეთ ვითარებაში ვერ დამშვიდდებოდნენ და შესაბამისად ქალებსაც სიმშვიდეში ცხოვრების საშუალებას არ მისცემდნენ,ქალები თავგანწირვისადმი მიდრეკილები არიან, ამავდროულად დაჯილდოებულნი არიან ისეთი თვისებებით, რაც საზოგადოებაში მათ განსაკუთრებულ როლს( მაგ:დედობა, ქალურობა) ანიჭებს და ზღუდავს მათ უფლებებსა და შესაძლებლოებებს. მნიშვნელობა არ აქვს როგორ განვითარებას ვხედავთ ან რამდენად განათლებული და ჭკვიანი ქალები იქნებიან, მამაკაცები მათ თანასწორად არასოდეს აღიარებენ, განსაკუთრებით კი სამხრეთ კავკასიაში.

ხატია