ქალის როლზე რომ ვსაუბრობთ,საკმარისია გავიხსენოთ ქალის მანდილის ძალა,რომელიც აჩერებდა ორ ერთმანეთთან მებრძოლ მხარეს,თუ მათ შორის ჩავარდებოდა.ეს ტრადიცია დღეს ასახულია ქართულ ხალხურ ცეკვებში,მაგრამ ეს საქართველოს რეალობას წარმოადგენდა და ეს რეალობა ასახავდა ქალის მიმართ არსებულ უდიდეს პატივისცემასა და მისი უმნიშვნელოვანესი როლის აღიარებას მშვიდობის დამყარების საქმეში .
საქართველოში ქალის როლის ,როგორც მშვიდობისდამამყარებლისა,მისივე ტრადიციული ფუნქციებით ისაზღვრება,რადგანაც იგი ოჯახისა და საზოგადოებრივი ფასეულობების მფარველია.ქალს აგრეთვე მედიატორისა და ოჯახის მზრუნველის ფუნქციებიც აკისრია.
საქართველოს ისტორიაში მრავლადაა მაგალითები იმისა,რომ ქალებმა სამშვიდობო მოლაპარაკების გზით თავიდან აიცილეს ,როგორც შიდა,ასევე გარე კონფლიქტები. მაგალითისთვის განვიხილოთ ორი ეპიზოდი:
1. თამარ მეფის ტახტზე ასვლის შემდეგ ყუთლუ-არსლანის აჯანყება და ორი მანდილოსნის -კრავაი ჯაყელის და ხვაშაგ ცოქალის დიპლომატიური მისიის წყალობით ამ აჯანყების სრული მშვიობიანი მოლაპარაკების გზით ჩაქრობა და შედეგად საქართველოში პირველი კონსტიტუციური მონარქიის საფუძვლების ჩამოყალიბება;
2. როდესაც ქეთევან დედოფლის-ქეთევან წამებულის მმართველობის დროს სპარსეთის შაჰი-აბბასი თავს დაესხა საქართველოს და მოითხოვა მის ჯარში გაეგზავნათ ყველა ქართველი ჭაბუკი,უარის შემთხვევაში სრული აოხრებით იმუქრებოდა.მაშინ,ქეთევან დედოფალმა და საქართველოს ქალებმა მოიმოქმედეს ისეთი,რამ რომ უბედურება თავიდან ააცილეს ქვეყანას.
keti(samegrelo)

qali msoplios gadamrcheni da visurvebdi rom mravali tamari,qetevani da sxva gmiri qali ibadebodes saqartveloshi…qeti aeasachveulebrivia…