“როგორი იქნებოდა სამხრეთ კავკასია გენდერული თანასწორობისას”?
სწორედ ეს კითხვა გახდა მთავარი განხილვის საგანი თხზულებათა სტუდენტური კონკურსის, რომელმაც მოიძია ახალგაზრდები სრულიად სამხრეთ კავკასიის მასშტაბით, რათა წარმოედგინათ რეგიონში არსებული გენდერული თანასწორობის სურათის მათეული ხედვა.
აღნიშნული კონკურსი ქეა საერთაშორისომ კავკასიაში 5 პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მოაწყო პროექტ “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობისთვის ქალთა შესაძლებლობების გაძლიერების” ფარგლებში,რომელიც დაფინანსებულია ევრო კავშირის მიერ, ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან ერთად.
50 მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა თხზულებათა კონკურსში, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში გენდერული თანასწორობის შესახებ ინტერესის გაღვივებას, ცნობიერების ამაღლებასა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ახალგაზრდების ხედვის გაცნობიერებას. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აკადემიური გამოცდილების მქონე სტუდენტებმა და მკვლევარებმა.აფხაზეთში, საქართველოში,სომხეთში, მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანში მომუშავე ადამიანის უფლებათა სპეციალისტების ჯიურის მიერ სულ თერთმეტი თხზულება შეირჩა.
სტუდენტებმა კრიტიკულად გაანალიზეს საკითხი კანონის, რელიგიის, სოციალური და ეკონომიკური საკითხების როლის გათვალისწინებით. რეგიონში გენდერული თანასწორობის შესახებ მათი ხედვის გადმოსაცემად ზოგმა ანალიტიკური ხერხი არჩია, ხოლო ზოგმა მხატვრული მიდგომა გამოიყენა. თხზულებების უმრავლესობა საგულდაგულოდ განიხილავდა სხვადსხვა სექტორში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას და მის მნიშვნელობას მდგრადი განვითარებისთვის, მაშინ როცა ზოგიერთი სტუდენტი უფრო სკეპტიკურად იყო განწყობილი და მიაჩნიათ, რომ გენდერული თანასწორობის არსებობა შეუძლებელია სამხრეთ კავკასიაში. აღსანიშნავია ისიც რომ სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტების გარკვეულმა ნაწილმა დაასკვნა, რომ გენდერული თანასწორობა ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობის მშენებლობას.
“სასიამოვნოა მთელი კავკასიის მასშტაბით უნივერსიტეტების სტუდენტების ასეთი აქტიური ჩართულობა. ქეა თვლის, რომ ქალთა მონაწილეობა სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აუცილებელია მდგრადი განვითარების პირობის შესაქმნელად , ასევე საოცრად იმედის მომცემია, რომ ამ თემით ახალგაზრდა თაობა დაინტერესდა”.განაცხადა ენტონი ფორმანმა , პროექტის დირექტორი ქეა საერთაშორისო კავკასიაში.
თხზულებათა სტუდენტური კონკურსი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325, ქალი, მშვიდობა და უსაფრთხოება,მიღებას მიეძღვნა, რომელიც ყოველი წლის 31 ოქტომბერს აღინიშნება. რეზოლუცია მოუწოდებს ქალთა ჩართულობას კონფლიქტის პრევენციაში, პოსტ–კონფლიქტურ დაგეგმარებასა და რეკონსტრუქციაში და ქალთა გაძლიერებულ დაცვას კონფლიქტის და პოსტ–კონფლიქტურ სიტუაციაში.
გთავაზობთ ნაწყვეტებს ხუთი გამარჯვებული თხზულებიდან, რომლებმაც პირველი ადგილები დაიკავეს:
აფხაზეთი
ინნა კვარჩია
“ვცდილობ ვუპასუხო კითხვას რა შეიცვლებოდა სამხრეთ კავკასიაში ქალების და მამაკაცების თანასწორობის თანასწორობის შემთხვევაში, შესაბამისად ჩნდება კითხვების მთელი რიგი, არის თუ არა შესაძლებელი არსებობდეს რეალურად გენდერული თანასწორობა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამის სამართლებრივი საფუძველი არსებობს? სამხრეთ კავკასია ამისთვის მზად არ არის? თავად ქალებს თუ სურთ ეს? რა უნდა გაკეთდეს ამის მისაღწევად?
მიმაჩნია რომ ბევრი თავად ქალებზე არის დამოკიდებული. მათ წინაშე თავისუფალი არჩევანია:გახდე დიასახლისი და დაკავდე სასიამოვნო საქმეებით, მიიღო განათლება და შეიქმნა კარიერა, მზად იყო დაძლიო სირთულეები რათა გახდე თვით რეალიზებული პროფესიონალი ან ორივე შეუთავსო ერთამენთს”
არავინ უარყოფს მამაკაცების ღირსებებს, განსაკუთრებით მათი ფიქრის,ნებისმიერ გარემობებეში დროული რეაგირების, ნებისყოფის და მართვის უნარს, თუმცა ამავე დროს ქალთა მონაწილეობა და მათი ცოდნისა და ნიჭის გამოყენება სერიოზულად მნიშვნელოვანი ხდება.ქალთა პერსპექტივას შეუძლია სოციალურ ცხოვრებაში, ეკონომიკის, კულტურის და განათლების სფეროებში ცვლილებების მოტანა.დარწმუნებული ვარ, რომ სამხრეთ კავკასიაში ქალებს შუძლიათ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანონ, როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებებში ასევე კონფლიქტის მოგვარების პროცესში მონაწილეობით.”
სპმხეთი
ანრი გრიგორიანი
“მამაკაცები არ აფასებენ ქალთა შესაძლებლობებს და მიაჩნიათ , რომ ქალებს არ შუძლიათ სერიოზული საკითხების გადაწყვეტა, თუკი დღეს სამხრეთ კავკასიაში ქალმა საკუთარ თავზე ოჯახის ტვირთის ტარების პასუხისმგებლობა აიღო, მაშინ ვინ თქვა რომ ქალს არ შუძლია იყოს ხელძღვანელი და იყოს თემის ან თუნდაც ქვეყნის ლიდერი დ ამას მამაკაცებზე უარესად არ გააკეთებენ”.
აზერბაიჯანი
ფიდან აზიმოვა
“გენდერულად დაბალანსებულ საზოგადოებაა შუძლია სამხრეთ კავკასიას მშვიდობა მოუტანოს”, წერს ბაქოელი ფიდან აზიმოვა, აზერბაიჯანიდან. “თუ ქალები დ მამაკაცები თანაბრად არ არიან წარმოდგენილი საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სფეროში, მაშინ იქ დემოკრატია არ არის, ამიტომაც როცა ხდება გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება მათი ჰარმონიზაცია და მრავალი ასეთი გადაწყვეტილებების შედეგი ნულოვანია. სამხრეთ კავკასიას ქალების დიდი ინტელექტუალური პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ქალები ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ,გადაწყვეტილების მიღების დონეზე მაღალი თანამდებობები უნდა დაიკავონ და ომის პატრიარქატულ კულტურას მშვიდობის კულტურა უნდა დაუპირისპირონ.დემოკრატია მხოლოდ დემოკრატიული ინსტიტუტები არ არის, როდესაც ქალებს ხელი არ მიუწვდებათ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, მაშინ დემოკრატია არ მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ძნელად წარმოსადგენია, მე დარწმუნებული ვარ, რომ გენდერულად დაბალანსებული საზოგადოება სამხრეთ კავკასიას მშვიდობას მოუტანს”.
საქართველო
თამარ შამათავა
“სამხრეთ კავკასია უფრო უსაფრთხო და მშვიდობიანი იქნებოდა. სამი დიდი კონფლიქტი მოგვარდებოდა… და ეს უდიდეს ბედნიერებას მოიტანდა, ამბობენ რომ მშვიდობას ქალის სახე აქვს… ასევე ბვერი მსმენია ქალთა დიპლომატიის, მათი მშვიდობისმყოფელი ბუნების შესახებ და სწორედ ამიტომაც ვარ დარწმუნებული. ნაკლები ძალადობა და აგრესია,ჰარმონიული ურთიერთობები ოჯახში და საზოგადოებაში – ეს გენდერული თანასწორობის მთავარი მიღწევა იქნებოდა.გენდერული თანასწორობა თვითმიზანი არ არის: ეს არის წინაპირობა უკეთესი მომავლის შესაქმნელად, ექსტრემიზმის დასამარცხებლად და ეკონომიკური განვითარების, მშვიდობის და კეთილდღეობის მისაღწევად”.
მთიანი ყარაბაღი
ოვსეპიან ვარნაუში
“სამხრეთ კავკასიაში გენდერული თანასწორობის შემთხვევაში, სოციალურ–პოლიტიკური სიტუაცია ბევრად სანუგეშო არ იქნებოდა, რადგან რეგიონის “ცხელ–სისხლიანი” მამაკაცები ასეთ ვითარებაში ვერ დამშვიდდებოდნენ და შესაბამისად ქალებსაც სიმშვიდეში ცხოვრების საშუალებას არ მისცემდნენ,ქალები თავგანწირვისადმი მიდრეკილები არიან, ამავდროულად დაჯილდოებულნი არიან ისეთი თვისებებით, რაც საზოგადოებაში მათ განსაკუთრებულ როლს( მაგ:დედობა, ქალურობა) ანიჭებს და ზღუდავს მათ უფლებებსა და შესაძლებლოებებს. მნიშვნელობა არ აქვს როგორ განვითარებას ვხედავთ ან რამდენად განათლებული და ჭკვიანი ქალები იქნებიან, მამაკაცები მათ თანასწორად არასოდეს აღიარებენ, განსაკუთრებით კი სამხრეთ კავკასიაში.
ხატია

ra sainteresoa axalgazrdebis aseti msjeloba,radganac zogiert erovnebas tavisi mtkice kanonebi aqvs gendertan mimartebashi da am kanonebit mcxivrebi axalgazrdebi ase rom azrovneben,es martlac progresia,xati martali gitxra gamikvirda mati sityvebi,me bevris tradicia vici da agfrtovenebuli var,shen ki gmadlob ase detalurad ro gvacvdi informacias.
kidev erti mnishvnelovani nabiji gadadgmuli msoplios ertianobisaken da mshvidobisaken,albat axali taoba da kerzod studentoba mamozravebeli zalaa amisatvis…xati zalian saintereso iyo…