თდჯ „ხელმარჯვე ქალები“, ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფ „მომავლის იმედთან“ ერთად შევიკრიბეთ ჩვენს კომპიუტერულ ცენტრში, ახალგაზრდებს გავაცანით ინფორმაცია გენდერული ძალადობის წინაარმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის შესახებ, ვიმსჯელეთ ქალთა მიმართ ძალადობაზე ოჯახში და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ. თითოეულმა მონაწილემ გამოთქვა თავისი აზრი, ბოლოს შევჯერდით და პროტესტი გამოვხატეთ შემდეგნაირად: მოსახლეობაში გავავრცელეთ ბუკლეტები სათაურით „16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“, მასში მოვუწოდებდით მოსახლეობას რომ ხმა აიმაღლონ და გამოხატონ პროტესტი ადამიანის უფლებების დასაცავად და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ასევე გავავრცელეთ პროკლამაციები წარწერით „მშვიდობა ჩვენს ოჯახებში და მთელს მსოფლიოში, დავძლიოთ მილიტარიზმი და ბოლო მოვუღოთ ძალადობას ქალთა მიმართ“.ვმართავდით მცირე დისკუსიებს ქუჩაში შემხვედრ ადამიანებთან, მოკლედ ვაცნობდით 16 დღიანი კამპანიის შესახებ და ვისმენდით მათ აზრს ქალთა მიმართ ძალადობაზე. ერთერთი ხანდაზმული ქალბატონის ნანო გიგუაშვილის თქმით ეს ისეთი პრობლემაა, რომლის აღმოფხვრასაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება თუ ყველა ქალმა არ იბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ.
ჩვენ „ხელმარჯვე ქალებს“ კი ჩვენი მოსაზრება გვაქვს ამ საკითხზე, მომავალი თაობა უნდა აღვზარდოთ იმ შეგნებით რომ ქალი და მამაკაცი თანასწორი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ ოჯახშიც და საზოგადოებაშიც.ახალგაზრდები ხალისით აკრავდნენ თავშეყრის ადგილებში ამ პროკლამაციებს. ისინი ამაყობდნენ იმით რომ მიეცათ საშუალება შეეტანათ წვლილი და „ხელმარჯვე ქალებთან“ ერთად გამოეხატათ პროტესტი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.
„ხელმარჯვე ქალები“
შიდა ქართლი, კარალეთის თემი.

ხელმარჯვე და გონიერო ქალებო, ყოჩაღ! ძალიან სასარგებლო აქცია ჩაგიტარებიათ კარალეთის თემში, მადლობა მოხალისეთა ჯგუფ “მომავლის იმედს” ასე რომ გეხმარებიან.
ხატია ძაძუა
chemo daxatulo,martla xatiav, ise rtulad daido statia,magram egeti shrifti ratom dadga arvici,zogi qartuli, zogic inglisuri. gkocni
larisa
madloba tqven , xatia , aseti komentaristvis.
vera chalauri