Archive for the ‘კატეგორიის გარეშე’ Category

Imageდღეს 13 აგვისტოს თვითდახმარების ჯგუფმა ,,ხელმარჯვე ქალებმა”, მოხალისე ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, მოვინახულეთ  გარეჯვრის საბავშვო ბაგა–ბაღში არსებული ცენტრი, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებთან ერთად არიან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები. ცენთრი გახსნილია პროექტის, ქალები თანასწორობისთვის , მშვიდობისა და განვითარებისთვის საქართველოში. Image

ქალთა საინფორმაციო ცენტრის და ,,ფონდი ტასოს ” დაფინანსებით , პროექტის სახელწოდებაა ,,თანადგომა”. პატარებს მივუტანეთ სურსათი და ტკბილეული. მოხალისე ახალგაზრდებმა ბავშვებთან ერთად ითამაშეს და ნახატები გააფერადეს რაც ბავშვებს ძალიან მოეწონათ, კიდევ ერთხელ დაპირდნენ დახმარებას და გვერდში დგომას რაც მათ არაერთხელ გაუკეთებიათ ჯგუფ თანადგომისთვის.Image

,,ხელმარჯვე ქალები”     რიმა აბაიაძე 

Imageგორის  ახალგაზრდულმა  ცენტრმა  ბატონ  სოსო  პაპიტაშვილის  ხელმძღვანელობით  დაუვიწყარი  დღე  აჩუქა  კარალეთის  თემის  მოხალისე  ახალგაზრდებს . 2012 წლის  16 ივლისს ახალგაზრდული  ჯგუფი  მიიწვიეს  გორის  ახალგაზრდულ  ცენტრში  ოთო  გვრიტიშვილმა აუხსნა  თუ  რა  საქმიანობას  ეწევიან  ახალგაზრდებთან  ერთად  .რაც  ძალიან  კარგია  და მისასალმებელი. Image

ამის შემდეგ  მარშუტი  განაგრძეს  უფლისციხეში  სოსო  პაპიტაშვილთან  ერთად  და დაათვალიერეს როგორც  უფლისციხე  ასევე  ატენის  ხეობაც , დღე დასრულდა  ყველაზე ერთერთი  საუკეთესო და  დასამახსოვრებელი  მათ ცხოვრებაში.Image

,,ხელმარჯვე ქალები”     რიმა აბაიაძე

რიმა აბაიაძე

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კარალეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ეზოში თდჯ ,,შემოქმედი ქალების” ინიციატივით და სათემო მობილიზატორის ლარისა ქევხიშვილის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა, რომელმაც შეკრებილი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და სრული ანშლაგით დასრულდა.  მსგავსი სახის ღონისძიება თემში უკვე მეორედ ჩატარდა.  მისი ტრადიციად ქცევა კი ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით გახდა  შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ სოფელში კულტურის სახლი არ ფუნქციონერებს და შესაბამისად არცერთი შემოქმედებითი მხატვრული წრე, ეს ხარვეზი თდჯ-ის ლიდერის ნატო ქორიძის მიერ გამოჩენილი მხარდაჭერით იქნა აღმოფხვრილი. ნატო დიდი ხნის მანძილზე უსასყიდლოდ ასწავლიდა მონაწილე ბავშვებს ქართულ-ხალხურ, სამეჯლისო და თანამედროვე ცეკვებს, რამაც ღონისძიებაკიდევ უფრო გაალამაზა და მრავალფეროვანი გახადა.

კარალეთის N 2 საჯარო სკოლის დირექტორის, ნანა ამბოკაძის და მისი პედ.კოლექტივის,, კარალეთის საბავშვო ბაღის პედაგოგებისა და მშობლების დახმარებით, შესძლებელი გახდა თემის ბავშვებისათვის ამ დღის გალამაზება და მილოცვა.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს  კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის ხელმძღვანელმა,მარიამ თედლიაშვილმა  სამახსოვრო სიგელები გადასცა.


 


ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში დღეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ საქმოქმედო გეგმის პრეზენტაცია დაიგეგმა. შეხვედრას, რომელსაც ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, იურისტი ქეთი ბებიაშვილი უძღვებოდა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ აღნიშნული გეგმის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა რეგიონში და ვიდრე მასში შესულ საკითხებზე მსჯელობა დაიწყება მისი სიღრმისეული გაცნობა უნდა მოხდეს.
,,დავგეგმეთ შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ვიმსჯელეთ თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას რომ ამ გეგმას ხორცი შეესხას და შესაბამისად ამოქმედდეს. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები არის ამ გეგმაში შესული, რომლებიც უშუალოდ რეგიონში მცხოვრებ ქალბატონებს ეხებათ._ამბობს საიას გორის ოფისის თავმჯდომარე ქეთი ბებიაშვილი.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა მუნიციპალიტეტებთან მიმართებაში კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმება. ,,ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის” სამოქმედო გეგმის განხილვა 6 ივნისისთვის მოეწყობა.

“ტეტ ა ტეტ თაკო ფხაკაძესთან ერთად”_ ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც ყოველ სამშაბათს რადიო იმედი (FM 105.9)
 პირდაპირ ეთერს 2 საათის განმავლობაში (18:00-20:00) უთმობს, გადაცემის თემას ამჯერად ,,წარმატებული ქორწინება“ წარმოადგენდა. პირველი ნაწილის სტუმარი მომღერალი ლელა წურწუმია იყო, გადაცემის დასკვნით ნაწილში კი თემას მსახიობი ეკა კახიანი შეუერთდა. გადაცემის მსვლელობისას პირდაპირეთერში არაერთმა მოქალაქემ დარეკა. მათ უმრავლესობას მანდილოსნები წარმოადგენდნენ. ისინი ძირითადად საკუთარ ისტორიებს ყვებოდნენ და თემასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებდნენ. როგორც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა გამოკითხვების შედეგად დადგინდა რომ ყვალზე კარგად გააზრებულ და სწორ გადაწყვეტილებას პიროვნება 29-დან 37 წლამდე ასაკში იღებს. თუმცა მსმენელებმა განსხვავებული აზრიც გამოთქვეს. ნაწილის აზრით, ოჯახის შექმნისას მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ასაკია, ზოგიერთი მათგანი კი ოჯახის დანგრევის მიზეზად ხშირ შემთხვევებში სხვა გარემოებებს მიიჩნევს. ერთერთი ასეთი მსმენელი გადაცემაში ოჯახური ძალადობის დასაძლევად შექმნილი ცენტრის წარმომადგენელი ლარისა ქევხიშვილი გახლდათ, რომელმაც ამ მხრივ გორის რაიონის სოფლებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

,,_ ჩვენ ჩავატარეთ სკოლებში სემინარი და გავაცანით საქორწინო ხელშეკრულება.სოფელში ქალის როლი თაობის გაგრძელების მისიით შემოიფარგლება. წარმატებული ქორწინება ხშირად რამდენიმე ხანში უთანხმოებაში გადაიზრდება ხოლმე და მალევე სრულდება.პრაქტიკიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ოჯახის დანგრევის მიზეზი ხშირად ,,მესამე პირები“ ხდებიან. თუმცა გვაკითხავენ ისეთი ქალბატონები, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი მეუღლის საქციელების შედეგად ხდებიან, კერძოდ ქმარი არ მუშაობს, ე. წ. ბირჟაზეა, სვამს და ქალზე ახდენს ფიზიკურ შეურაცხოფას და ფსიქოლოგიურ სტრესს. ძირითადად ჩვცენთან მოსული ქალბატონები, ოჯახის დანგრევას, ცოლ-ქმრის ურთიერთობაში დედამთილის ჩარევას უკავშირებენ.“_აღნიშნა პირდაპირეთერში ლარისა ქევხიშვილმა.

მინდა მოგითხროთ ერთი ლამაზი რეალური ისტორია, რომლის მონაწილეც თავად გახლდით.
 როგორც ახალი თაობის უმრავლესობა მეც მათ მსგავსად ვარ  რეგისტრირებული სოციალურ ქსელებში, სადაც მყავს სხვადასხვა ეროვნების მეგობრები და ვეკონტაქტებით ერთმანეთს, გვაქვს საუბრები და ვკითხულობთ, ერთმანეთს. Image
 ერთ სამუშაო დღეს ჩვეულებრივ რეჟიმში მივუჯექი კომპიუტერს და ჩავრთე ყველა საიტი და პარალელურად დავიწყე მუშაობა. ამ დროს სოც. ქსელში მომივიდა შეტყობინება ვლადიკავკაზიდან და ძალიან თავაზიანად ჩემთვის უცნობმა ქალბატონმა მომწერა ვინაობა და თხოვნაც მოაყოლა. ქალბატონი გახლდათ ქართველი და გათხოვილი ვლადიკავკაზში, მწერდა მეგობრის დახმარების მიზნით, რადგან მის მეგობარს ენის პრობლემა ჰქონდა. არ იცოდა ქართული კარგად. ამ ქალბატონებს უნდოდათ გაეგოთ ნათესავების მდგომარეობა და ადგილმდებარეობა სად და როგორ იყვნენ, რადგან Eერთმანეთთან კავშირს ვერ ამყარებდნენ საომარი მოქმედებების შემდგომ. არ ჰქონდათ ტელეფონი და სხვა საკომუნიკაციო საშუალება სოციალური ქსელების გარდა და მათ სწორედ ამ სოც.ქსელების დახმარებით შეძლეს მოეძებნათ ადამიანები რომლებიც მათ დაეხმარებოდნენ.
 ამ ქალბატონმა ამიხსნა დეტალურად იმ თავისი მეგობრის დის ოჯახის შესახებ და მთხოვა, რომ თუ შემეძლო დავხმარებოდი, რადგან მისი მეგობარი ძალიან ნერვიულობდა თავისი დის ოჯახზე, არ იცოდნენ როგორ და სად იყვნენ, ან საერთოდ  ცოცხლები თუ იყვნენ, რადგან ომის შემდგომ ვერ უკავშირდებოდა მათ. ან თუ ტელეფონის ნომერი მქონდა მათი, მიმეცა და დამეკავშირებინა დები ერთმანეთისთვის. ის ადამიანები ჩემი უახლოესი მეგობრები იყვნენ და რა თქმა უნდა დახმარებაზე უარს არ ვეტყოდი.  
 უზომოდ გახარებულები და კმაყოფილები იყვნენ ქალბატონები. ამ ფაქტმა დამანახვა, რომ ქართველებსა და ოსებს შორის, რომელთაც ღრმა ნათესაური კავშირი აქვთ. ომი ვერ ჩააქრობს ერთმანეთის სიყვარულს.   
                                                                                                       ნინო ოქროპირიძე
                                                                                                       (დისევიდან დევნილი)