Archive for the ‘რეზოლუცია 1325’ Category

კონფლიქტების მოგვარების პროცესში ქალთა რესუსრის გამოყენების პრაქტიკა საქართველოში თითქმის არ არსებობს, ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში მდგომარეობა იცვლება და ეს პირველ რიგში განპირობებულია სახელმწიფო პოლიტიკით, რადგან საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალისა და მამაკაცის თანაბარი რეალიზება თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი მახასიათებელი უნდა იყოს. ქალი მმართველების სიმრავლე  სწორედ იმ ქვეყნებში შეინიშნება, სადაც დემოკრატიული ღირებულებებით ცხოვრების გამოცდილება გააჩნიათ. ცნობილია, რომ ქალები  კარგი  ინტუიციით  გამოირჩევიან  და  დიპლომატიურ  სამსახურშიც     პროგრესულ   პოლიტიკას   აწარმოებენ.  პოლიტიკაში  მთავარია  გონება, ხასიათი, სიმტკიცე და წინდახედულება ,  რაც  ქალსა და  მამაკაცს თანაბრად  აქვს.

დღესდღეობით საქართველოს  2 მოუგვარებელი კონფლიქტი აქვს და მოლაპარაკებების პროცესში ქალთა ჩართულობის დონე ძალიან დაბალია.

როგორც ქართულ– აფხაზური მოლაპარაკებების მონაწილე მერი გეგეჭკორი ამბობს: „უნდა უფრო მეტად  ამოქმედდეს სახალხო დიპლომატია სახელმწიფოს მხარდაჭერით, ძმების მკვლელები ხომ შეურიგებიათ და ჩვენც უნდა შევრიგდეთ“.

სახალხო დიპლომატია ამ წლების განმავლობაშიც მუშაობდა, თუმცა ამჯერად მას აქვს სახელმწიფოს მხარდაჭერა,  რადგან  საქართველოს პარლამმენტმა  მიიღო გაეროს  უშიშორების საბჭოს რეზოლუცია 1325–ის  „ქალებზე, მშვიდობასა და  უსაფრთხოებაზე“   სამოქმედო გეგმა   და მისი განხორციელება დაწყებულია.

ეროვნული სამოქმედო გეგმა ითვალსწინებს სახალხო დიპლომატიის პროცესებში ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობას,  ნდობის აღდგენის მიზნით ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, რაც  ძალიან მნიშვნელოვანია,  რადგან ადამიანური კავშირების აღდგენა არის პირველი  ნაბიჯი  კონფლიქტის  მშვიდობიანი  გზით  მოგვარების  საქმეში.

ცნობილია რომ ქალები ადვილად  პოულობენ  საერთო  ენას  და ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხორციელება მათ საუშალებას მისცემს გამონახონ მეტი საერთო , ვიდრე კონკრეტული ეკონომიკური საქმიანობაა.

ხატია ძაძუა

 

Advertisements

”სილამაზე იხსნის სამყაროსო”, ბრძანა კლასიკოსმა. მეოცე საუკუნეში ამ ფრაზაზე ბევრი იქილიკეს, ისიც თქვეს, რომ ოსვენციმის შემდეგ ლექსის წერასაც კი არა აქვს უკვე აზრი… მაგრამ გავიდა ხანი და აღმოჩნდა, რომ ამ ქილიკმაც შეიძლება ჩიხში შეგვიყვანოს. თუკი სილამაზის შექმნას, ანუ შემოქმედებას, აზრი არა აქვს, მაშ რატომ აგრძელებს ამ ვნებით – შემოქმედების ვნებით – ცხოვრებას კაცობრიობა, რატომ ტირიან ადამიანები კარგ (და, შესაძლებელია, ცუდ) ფილმებზე, წიგნებზე?

Women and Peace
სისასტიკის, ძალადობის, სიძულვილის ფონზე ზოგიერთი თემა განსაკუთრებით ძლიერ მოქმედებს ადამიანებზე. ევროპის ცნობილი კინოფირმა „ეურიმაჟი“, მაგალითად, პირდაპირ სთავაზობს კინემატოგრაფისტებს დაინტერესდნენ ომისა და ძალადობის თემით, რადგან ასეთ კინოზე დიდია მოთხოვნილება ევროპაში – ადამიანები მიდიან კინოში ამ თემაზე გადაღებული ფილმების სანახავად, რათა იქ არა მარტო ძლიერი ვნებები, არამედ საკუთარი თავი, საკუთარი წარსული (თუ აწმყო) დაინახონ. ნიშანდობლივია, რომ ამ თემას კინოში (და არამარტო კინოში) ყველაზე ხშირად ქალები შეეჭიდებიან ხოლმე – ცხადია, მშვიდობა მხოლოდ ქალებისთვის არაა მნიშვნელოვანი, მაგრამ, ფაქტია, ომი ყველაზე მძიმედ სწორედ ქალებისა და ბავშვების ცხოვრებაზე აისახება ხოლმე.

ოღონდ ერთია, როცა ანტიმილიტარისტულ ფილმებს კინემატოგრაფისტი ქალები იღებენ, მეორეა, როცა ასეთ ფილმებს იღებენ არაპროფესიონალი ქალები, რომლებმაც პირადად გაიარეს ომის საშინელება – მაგალითად, დევნილები. ერთია, როცა პროფესიონალი კინემატოგრაფისტი ხვდება დევნილებს, ესაუბრება მათ, ინფორმაციას იღებს… შეიძლება დოკუმენტური ფილმი გადაიღოს და ჩართოს ეს საუბრები დევნილებთან… მაგრამ მეორეა, როცა დევნილები საკუთარ თავზე იღებენ კინოს. სამწუხაროა, რომ ამ ფილმებს ყველა ვერ ნახავს. მაგალითად, თბილისში ბევრს არ უნახავს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები, გადაღებული იმ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ეწოდება ”ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის საქართველოში” და ახორციელებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან – ფონდ ”ტასოსა” და ქალთა საინფორმაციო ცენტრთან – ერთად. ეს ფილმები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულმა ქალებმა გადაიღეს.

ცხადია, უფრო ეფექტური იქნებოდა ფილმის გადაღება დაპირისპირებული მხარეებისთვის შეეთავაზებინათ. წარმოგიდგენიათ, როგორ დაახლოვდებოდნენ ქალები ერთსა და იმავე ანტიმილიტარისტულ ფილმზე რომ ემუშავათ?!.. მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ ასეთი შესაძლებლობა თითქმის აღარ არსებობს. არადა, იყო… როგორც ბიოლის ფონდში გამართულ ერთ-ერთ დისკუსიაზე ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა მაია რუსეცკიმ აღნიშნა:

”2002 წელს შეიქმნა ქალთა სამშვიდობო საბჭო – არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება. საბედნიეროდ, მაშინ ჩვენ გვქონდა საშუალება ამ პროექტში ჩართულიყვნენ ქალები ცხინვალის რეგიონიდან, გალიდან… მაშინ ჩვენ გამოვიყენეთ გაეროს ეს რეზოლუცია, რომელიც ქალების ჩართვას ეხება სამშვიდობო პროცესებში, როგორც საბაბი იმისათვის, რომ ერთმანეთთან გვესაუბრა.

თუმცა ქალები ოპტიმიზმს არ კარგავენ. ფონდ ”ტასოს” ხელმძღვანელი, მარინა თაბუკაშვილი, ამბობს, რომ ქალთა ორგანიზაციებმა, რომელთაც საყვედური არ ეთქმით არც აქტიურობის, არც უნარების, არც ცოდნისა და, ბოლო წლებში, არც სოლიდარობის თვალსაზრისით, მოძრაობის ჩამოყალიბება ვერ შეძლეს, რადგან მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ ჰქონდათ.

არ შეიძლება რაღაც პროექტი იყოს მშვიდობაზე, აღნიშნა მარინა თაბუკაშვილმა, მშვიდობა უვადო პროექტია, რომელიც ხალხმა უნდა განახორციელოსო, და დაუმატა, თითქოს პარადოქსია, ყველას უნდა მშვიდობა, მაგრამ თითქმის არავინ მოქმედებს ამისათვისო.

”ერთი რამ არ უნდა დავივიწყოთ, ეს ხალხი ვართ ჩვენ და ისინი ჩვენნაირები არიან. რაც ჩვენ შეგვიძლია, მათაც შეუძლიათ. უბრალოდ, სხვა კონტექსტში დაიბადნენ. იქაურ ბიბლიოთეკაში არ აღმოჩნდა ის წიგნი, რაც ჩვენ მშობელმა ან მასწავლებელმა მოგვაწოდა. თუ ჩვენ შორის რაიმე განსხვავებაა, ზუსტად ამ განსხვავების პროპორციულია. პროპორციულია იმ მხარის ვალდებულება და მოვალეობა, რომლის მხარესაცაა უპირატესობა. ეს უნდა გვესმოდეს, თუ გვინდა საზოგადოება ვიყოთ”, – აღნიშნა მარინა თაბუკაშვილმა.

ბიოლის ფონდში გამართულ დისკუსიაზე, სადაც დევნილი ქალების გადაღებული დოკუმენტური ფილმები უჩვენეს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის მენეჯერმა, თამარ თავართქილაძემ, დაწვრილებით გვიამბო, როგორ შეძლეს დევნილი ქალების ჩართვა ფილმის გადაღების პროცესში:

”ეს დროში და ფინანსებში შეზღუდული პროცესი იყო. გადაღების სწავლება, გადაღებები, თემების შერჩევა, საველე სამუშაოები – ყველაფერი 6 დღეში მოხდა. ეს იყო სრული დატვირთვით ექვსდღიანი ტრენინგი – გვეხმარებოდა ჩვენი საერთაშორისო ტრენერი, ქალბატონი ქერენ გიტისი. იგი ბრიტანეთში საქმიანობს და მსგავსი ტიპის პროდუქციის შექმნის დიდი გამოცდილება აქვს. ფილმების გადაღებაში 18 ადამიანი მონაწილეობდა – 2 მამაკაცი და დანარჩენი ქალი. მათ მანამდე არ იცოდნენ, როგორ უნდა გადაეღოთ კადრი, როგორ უნდა დაეჭირათ ხელში კამერა და როგორ უნდა ჩაეწერათ ინტერვიუ.”

და მაინც, როგორ მოვახერხოთ ის, რომ დევნილმა ქალებმა დაძლიონ აპათია და უფრო აქტიურად ჩაერთონ სამოქალაქო ცხოვრებაში? მარინა თაბუკაშვილი ამბობს, რომ „ქალთა მოძრაობის აქტივისტები ჩადიან ამ ადამიანებთან და პირდაპირ მოუწოდებენ გაიღონ წვლილი თავიანთი თემის საკეთილდღეოდ. ძალიანაც რომ გვინდოდეს, არ შეგვიძლია მათ ხელფასი დავუნიშნოთ, იმიტომ რომ ირიცხებიან სოციალური შემწეობის სიაში, საიდანაც ხელფასის დანიშვნისთანავე ამოვარდებიან. არადა, ჩვენი სამი თვის ხელფასი რას უზამთ”, – ამბობს ფონდ ”ტასოს” ხელმძღვანელი. ანუ ხალხს უნდა ჰქონდეს ენთუზიაზმი, რომ პიროვნულადაც გაიზარდოს, რაღაც ისწავლოს და სამსახურიც იშოვოს და არა ის, რომ მინიმალურით დაკმაყოფილდეს და თავი გაიტანოს. ”ვიდრე ასე გაგრძელდება, არ გვექნება სამოქალაქო ცნობიერების საზოგადოება, რომელიც გულზე ხელს იდებს ეროვნული ჰიმნის მოსმენისას, თვალზე ცრემლი ადგება და ა.შ., რაც ძალიან მინდა, რომ იყოს”, -ამბობს მარინა თაბუკაშვილი.

მაგრამ ამ საზოგადოებას თვალზე ცრემლი ადგება, როცა სისასტიკეს ხედავს ეკრანზე და ხედავს, როგორ გაუწიეს წინააღმდეგობა ომს დ სისასტიკეს ქალებმა, ბავშვებმა, მოხუცებმა… თუკი ეს საზოგადოება მოინდომებს და თავისი შემოქმედებით გაუზიარებს ამ გრძნობას სხვა ადამიანებს, შესაძლებელია სისასტიკის დონემ ოდნავ მაინც დაიწიოს ქვეყანაში.

რადიო თავისუფლება

ავტორი გიორგი გვახარია

26–27 ივლისს ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ ჩატარდა სემინარი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია N 1325 ეროვნულ სამოქმედო გეგმის შესახებ,  რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ უმასპინძლა.

სემინარის მიზანს წარმოადგენდა  1325 რეზოლუციის საქართველოსთვის სამოქმედო გეგმის პროექტის მოსამზადებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფში ჩართული სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მათთვის მეტი ცოდნისა და ზოგადი ინფორმაციის მიწოდება ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე.

სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი, შედგება ყველა დარგობრივი სამინისტროს წარმომადგენელებისგან, კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,  უშიშროების საბჭოს და არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლებისგან.

სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ „საქსტატის“, გაეროს სხვა სააგენტოების,  სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სპეციალურად მოწვეული ექსპერტები 1325-ის სამოქმედო გეგმის განხორციელების საკითხებზე „ევროპის სამშვიდობო ინიციატივების საკოორდინაციო ოფისიდან“ (ბრიუსელი, ბელგია), ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან და „ჰოლანდიის გენდერული პლატფორმიდან. წარმოადგინეს პრეზენტაციები და წარუძღვნენ დისკუსიას გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის განხორციელების გამოცდილებაზე და პროგრესის შესაფასებლად ინდიკატორების გამოყენებაზე, ასევე გააცნეს მონაწილეებს ეროვნული გეგმების შექმნასა და განხორციელებასთან დაკავშირებული საუკეთესო მაგალითები.

სემინარზე სიტყვით გამოსვლისას რუსუდან კერვალიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამს  ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს შესაბამისი რეზოლუციების განსახორციელებლად. დღესდღეობით 26 სახელმწიფოს, მათ შორის 10 ევროკავშირის წევრ ქვეყანას მიღებული აქვს 1325 რეზოლუციის ეროვნული სამოქმედო გეგმა. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325–ის საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა ხელს შეუწყობს ქალთა მონაწილეობას მშვიდობის შენებისა და უსაფრთხოების სექტორში, ქალთა საჭიროებების გათვალისწინებას კონფლიქტის პრევენციისას, კონფლიქტის დროს და კონფლიქტის შემდგომ პერიოდში, სქესობრივი და გენდერული ძალადობის პრევენციას, ქალთა უფლებების დაცვას, მათ დახმარებას და რეაბილიტაციას.

სემინარის შედეგად მომზადდა კონკრეტული და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის მდგრად განხორციელებას, მონიტორინგსა და შეფასებას.

 

ხატია. სამეგრელო


This slideshow requires JavaScript.

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო და სიამაყით ვდგებით თქვენს რიგებში, ვინც აქტიურად ჩართული ხართ საქართველოს ეროვნული  სამოქმედო გეგმის შემუშავებაში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის 13 25 განსახორციელებლად. ამ კეთილშობილურ და მნიშვნელოვან საქმიანობაში  ჩვენი ჩართვისთვის მადლობას ვუხდით გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN WOMEN), გენდერული თანასწორობის საბჭოს, მთავრობის, პარლამენტის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელებს და ფონდ ტასოს. ჩვენთვის, მრავალჭირნახული სამეგრელოს ტერიტორიაზე მცხოვრები ქალებისათვის, რომლებიც ბევრჯერ ვყოფილვართ შეიარაღებული დაპირისპირების      ეპიცენტრი და საკუთარ თავზე გამოგვიცდია ყველა ის  უბედურება ,  რასაც გენდერული ბალანსისი დარღვევა და ქალის     უფლებების ხელყოფა ქვია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ პროცესში ჩართულობა. ამიტომაც  თ.დ ჯგუფებმა რომლებიც ამ     თემებში მოქმედებენ დოკუმენტის შინაარსის, საქმიანობის მიზნებისა და  ამოცანების გაცნობისთანავე შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა. თავდაპირველად ჯგუფები გაეცვნენ  ფონდი ტასოს მიერ  მოწოდებულ დოკუმენტებს და გაანალიზეს ამ საქმიანობაში თითოეული მათგანის  ჩართულობის მნიშვნელობა. შემდგომ ეტაპზ კი თ.დ ჯგუფების წევრები გავიდნენ მოსახლეობაში და გაეროს რეზოლუცია  13 25–ზე მიაწოდეს  ვრცელი ინფორმაციები თითოეულ დაინტერესებულ  პირს. ჩაიწერეს მოსახლეობის მიერ მოწოდებული აზრები და განიხილეს თ.დ ჯგუფების კრებებზე.24 მაისს მოვიწვიეთ თ.დ ჯგუფების საერთო კრება, სადაც თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა თავისი ნამუშევრები, რომლებსაც გთვაზობთ რედაქტირების გარეშე.

  თ.დ. ჯგუფი ნალიმა   

  1. შეიქმნას სპეციალური ორგანიზაციები, სადაც მსურველ ქალბატონებს ჩაუტარდებათ ქალთა ლიდერობის ფენომენის ტრენინგები
  2. რეგულარული კველევების ჩატარება საქართველოს  გენდერული თანასწორობის გზაზე.
  3. ტრენინგების ჩატარება საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები ქალების გასათვითცნობიერებლად მშვიდობის საკითხებში.
  4.  სახალხო დიპლომატიის ამოქმედება ორი მტრად გადაკიდებული ერის შესარიგებლად და ამ პროცესში ქალების მაქსიმალური ჩართულობა.
  5. მონაცემთა ბაზის შექმნა ქალთა ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღკვეთის შესახებ.
  6. სამსახურში მიღებისას არ უნდა არსებობდეს ასაკობრივი ბარიერი.                                                                                                                                                                        თ.დ ჯგუფი კოლხა  
  7.     1ქალი რომ ცხოვრობდეს მშვიდად და უსაფრთხოდ ამისთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ქონდეს გარემო პირობები.
  8. 2. კონფლიქტის მონაწილე მხარეებიდან უნდა იცოდნენ რომ ქალი და ბავშვი ხელშეუხებელია და არაფერი დაუშავონ მას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებიან კანონით გათვალისწინებული ზომებით.
  9. 3.კარგად უნდა გავაანალიზოთ, რომ დღევანდელ საზოგადოებაში ქალი თანაბარი უფლებებით სარგებლობს
  10. .4.ქალი და მამაკაცი ერთანირად ღირებული არიან საზოგადოებისთვის, ქალზე უნდა გვქონდეს სამართლიანი შეხედულებები.
  11.   5.ყველამ ერთად დავიცვათ ქალი, ყოველგვარი სტრესისა და ძალადობსაგან
  12. 6.. ოჯახში საქმე თანაბრად უნდა იყოს განაწილებული ქალსა და მამაკაცს შორის
  13. 7..ყველა ერთდ გავუფრთილდეთ და პატივი ვსცეთ ქალებს
  14.   8.დავარღვიოთ საუკუნოობით შექმნილი წარმოდგენა კაცისა და ქალის ქცევაზე, საქმიანობაზე, როლზე. ამ    შეხედულების გამო ხშირად ირღვევა ქალთ უფლებები.

     თ.დ ჯგუფი ეგრისი   

1.საზღვრისპირა კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები ქალების    უფლებები განსაკუთრებით უნდა იყოს დაცული ,რათა ტრეფიკინგს, ძალადობას და სხვა სახის უკანონო ფაქტებს არ ქონდე ადგილი.

2)       სოფელში ხშირად უნდა ჩატარდეს ისეთი სახის ტრენინგები რომელიც გააცნობს  თემში მცხოვრებ ყველა ქალს თვიანთ უფლება –მოვალეობებს  კანონის შესაბამისად.

3)   აქტიურად ითანამშრომლონ თემში მცხოვრებ ქალებთან ისეთმა ორგანიზაციებმა რომლებიც კრძალავს ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტებს.

4)  განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს იმ ქალებს და მოზარდებს, რომლებიც ხშირად გადმოდიან კონფლიქტური ზონებიდან და მაქსიმალურად უნდა იქნას მათი უსაფრთხოების პირობები დაცული.

5)   ქალთა უფლებების და თავისუფლებების შესახებ პარლამენტმა კანონმდებლობაში უნდა შეიტანოს დამატებები მუხლში, რომელიც მიმართული იქნება სოციალურად დაუცველი ქალების დასაცავად.

    თ.დ ჯგუფი ოდბაბდე     

1. ქალს უნდა დაუფასდეს ის შრომა რაც შვილების გაზრდასა და ოჯახის მოვლას სჭირდება.

2. ქალს არ უნდა ეშინოდეს იმის ვინ მიაყანებს შეურაცხყოფას დაუმსახურებლად,უნდა იყოს დაცული მისი უფლებები.

3. ქალთა უფლებები კანონით უნდა იყოს დაცული.

4. ქალიც და მამაკაციც ერთანირი უფლებებით უნდა სარგებლობდეს.

5. ქალი აქტიურად უნდა იყოს ჩართული არჩევნებში.

6. ქალის როლი გამოიკვეთოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

                                                                                        თ.დ ჯგუფი იმედი

  1.  ოჯახში დაცული უნდა იყოს ქალის უფლება.
  2. სახლმწიფო უნდა იცავდეს ქალის უფლებებს
  3.  თითოეულ ადამიანს და განსაკუთრებით ქალს უნდა მიეცეს  საკუთარი აზრის თამამდ გამოთქმის საშუალება.
  4. მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ის სტატისტიკა, თუ  რა მდგომარეობაა ქვეყანაში ქალთა უფლებების დაცვის მიზნით

                                                                             თ.დ. ჯგუფი სამეგრელო   

1. თუ გვინდა რომ ქვეყანა იყოს დემოკრატიული, უფრო თავისუფალი, ქვეყნის მმართველობით ორგანოში უნდა იყოს დაცული გენდერული თანასწორობა, ანუ ქალებმა უნდა შეიტანონ აქტიური წვლილი დემოკრატიული ქვეყნის მოწყობა–განვითარებაში.

2.ყველა ქალს უნდა მიეცეს საკუთარი აზრის თამამად გამოთქმის საშუალება.

3.   ქვეყანაში უნდა არსებობდეს ისეთი კანონი, რომელიც დაიცავს  თითოეულ ადამიანს და განსაკუთრებით ქალის უფლებებს.

4.განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებელ ქალებს, რადგან ხშირად ირღვევა მათი უფლებები.

                                                                            თ.დ. ჯგუფი ენგური

 

  1. საქართველოში შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილები, რათა ქალები არ წავიდნენ საზღვარგარეთ სამუშაოდ და შეძლონ  თვიანთი შვილების აღზრდა საკუთარ  ოჯახებში.
  2. ქალების თვალთა ხედვის , იდეებისა და  აზრების პატივისცემა.
  3.  ქალთა მიმართ ყოველგვარი ძალადობის აღკვეთა და დისკრიმინაციის აღმოფხვრა.
  4. ქალების მონაწილეობა კონფლიქტების გადაწყვეტასა და სამშვიდობო პროცესში მათი მონაწილეობის გაძლიერება.
  5. ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ქალთა ორგანიზაციბში ტრენინგების მოწყობა–ჩატარება
  6. მუდმივად ვაწარმოოთ მოსახლეობის დატრენინგება  ქალთა უფლებების თემაზე.
  7. დონორმა ორგანიზაციებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს კონფლიქტის  შედეგად დაზარალებული რეგიონის ქალების რეაბილიტაციას.
  8.  ქალების აქტიური ჩართვა არასამთავრობო ორაგნიზაციების მუშაობაში.
  9. კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქალების როლის გააქტიურება  სამშვიდობო მისიაში.

მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ საკითხზე, რამეთუ ღრმად ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ქალთა აქტიურ ჩართულობას აქვს დიდი და დემოკრატიული გავლენა საზოგაოდებაზე, კანონმდებლობაზე და მოქალაქეობრივ ცხოვრებაზე, რაც მყარი წინაპირობაა დემოკრატიის საბოლოო წარმატებისა.

ციცინო ბიბლაია.

ხატია.სამეგრელო.

 

 

ქალთა საინფორმაციო ცენტრი  ორ ივნისს სამეგრელოს ეწვია. პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ფარლებში ქალთა საინფორმაციო ცენტრმა მოაწყო სამუშაო შეხვედრები კოკი, ორსანტია, ხურჩის თემებსა და კახათი, ანაკლიაში მოქმედ თვითდახმარების ჯგუფებთან. სამუშაო შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა  ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში უკვე ჩართული თვითდახმარების ჯგუფების კიდევ უფრო აქტიური და ეფექტური  მონაწილეობა იმ პოლიტიკის  შემუშავებაში, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მათ ცხოვრებაზე.

ქალთა საინფორმაციო ცენტრი უზრუნველყოფს იძულებით გადაადგლებულ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა საინფორმაციო მხარდაჭერას და ხელს უწყობს მათ ჩართულობას ადვოკატირების პროცესში. სწორედ ეს წარმოადგენდა კიდევ ერთ მიზანს, რის გამოც ქალთა საინფორმაციო ცენტრი ზუგდიდს ეწვია.

სამ ივნისს ასოციაცია „დეაში“ ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხემძღვანელი ელენე რუსეცკი და ცენტრის თანამშრომლები ზუგდიდში მოქმედ დევნილთა საკითხებზე მომუშავე  არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ და „ერთი ფანჯრის“ პრინციპის მეთოდოლოგიის შესახებ ესაუბრნენ.

„ერთი ფანჯრის“ პრინციპი გულისხმობს იმ გადაუჭრელი პრობლემების მოძიებას ,რაც დევნილებს აქვთ და „ერთი ფანჯრის“ პრინციპის შეხვედრაზე გატანას, სადაც მოწვეულნი არიან იმ უწყებების წარმომადგენლები, რომელთა კომპეტენციის ფარგლებში შესაძლებელია ამ კონკრეტული პრობლემების მოგვარება.

შემთხვევების მოძიების და დოკუმენტირების პროცესში ჩართული იყვნენ თვითდახმარების ჯგუფბი და იურიდიული საკონსულტაციო ცენტრის იურისტი ეკა ბაძაღუა. პროექტის ფარგლებში ხუთ სამიზნე რეგიონში, კერძოდ: თბილისში, ქუთაისში,რუსთავში,გორსა და ზუგდიდში მოქმედებს ეს ცენტრები, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს და მათი ოჯახის წევრებს უწევენ უფასო იურიდიულ დახმარებას და აუცილებლობის შემთხვევაში წარმოადგენენ მათ ინტერესებს სასამართლოში.

შეხვედრაზე ელენე რუსეცკიმ ასევე ისაუბრა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესზე საქართველოში და მოწვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ხატია.სამეგრელო.

This slideshow requires JavaScript.