Archive for the ‘შიდა ქართლი’ Category

სოფელი ტირძნისი მდებარეობს ოკუპირებული ტერიტორიიდან 3კმ დაშორებით. მოსახლეობა შეადგენს 2001 ადამიანს, აქედან 962 ქალია.

ომის შემდეგ სოფელ ტირძნისში გაუარესდა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ძირითადა ქალები დასაქმებულნი არიან საკუთარ მეურნეობაში. ნაწილს კი უწევთ ოჯახის დატოვება და სამუშაოდ მეზობელ ქვეყნებში წასვლა, უმეტესად თურქეთში და მძიმე სამუშაოს შესრულება დაბალ ანაზღაურებად სამსახურებში. ასეთი ცხოვრების პირობები კი თავისთავად ჯამრთელობისთვის საშიშია. გაჭირვებულ მდგომარეობას ახლავს თან ნერვული სტრესები, რაც წინაპირობაა მთელი რიგი დაავადების წარმოშობისა.ფაქტობრივად ქალებს საკუთარი თავისთვის აღარ სცალიათ და ხშირად დაგვიანებული დაავადებების აღმოჩენა მძიმე შედეგებით მთავრდება. ამასთან ერთად უსახსრობის გამო ისინი ვერ ახერხებენ ექიმთან დროულ კონსულტაციებს, რადგან გამოკვლევები ჯდება ძალიან ძვირი. ქალები, რომლებიც ვერ მოხვდნენ სოციალურად დაუცველთა ბაზაში ვერ სარგებლობენ უფასო სამედიცინო მომსახურებით. აქედან გამომდინარე სიცოცხლის უნარიანობა ძალიან შემცირდა და გადმოიწია 50-დან 60 წლამდე.

ომის შემდეგ პერიოდში იმატა ქალებში საშვილოსნოს და სარძევე ჯირკვლების ონკოლოგიურმა დაავადებებმა. მოსახლეობა ეჭვობს, რომ ომის დროს გამოყენებული იქნა მომწამვლელი ნივთიერებები, რადგან 2008 წლის შემდეგ სტატისტიკურად გაიზარდა დაავადებულების რიცხვი.

2011 წელს ადგილობრივი ქალების მოთხოვნით სოფელში ჩამოვიდა ,,Hellen care“-ბერძნული ფონდი ჰიპოკრატე, რომლებმაც ქალებს ჩაუტარეს საშვილოსნოს და სარძევე ჯირკვლის გამოკვლევები. აღმოჩნდა, რომ ქალების 40% აქვს სარძევე ჯირკვლებში კვანძები. აქედან დადგინდა 4 სიმსივნე, 1 მეოთხე სტადია და ის ქალი მალევე გარდაიცვალა (გამოკვლევამდე მან ამის შესახებ არც იცოდა), 3 ქალბატონს დაუდგინდა მესამე სტადია და მოხდა მკერდის ამპუტაცია. დანარჩენები დღემდე შეძლებისდაგვარად გადიან სპეციალურ მკურნალობას. რომ არა ამ ორგანიზაციის მონდომება ქალების უმრავლესობა ვერც კი მიხვდებოდნენ, რომ ონკოლოგიური დაავადების მატარებლები იყვნენ.

რაიონულ ცენტრებში მსგავსი ტიპის კლინიკები ვერ ახერხებენ მოსახლეობის მიმართვიანობის სრულად დაკმაყოფილებას, ამასთან ერთად ასაკი შეზღუდულია. ქალებს უწევთ საათობით რიგში დოგმა. ხშირია ასევე აღმოჩენილი დაავადების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტების შეძენის პრობლემა, რადგან წამლები ძალზედ ძვირია, სოფლად მცხოვრები ქალები ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე სათანადო მკურნალობას ვერ იტრებან ან ხშირ შემთხვევაში არ მიყავთ ბოლომდე.

ჩემი აზრით უცილებელია მსგავსი გამოკვლევები ჩატარდეს ქალებისთვის პერიოდულად ადგილზე ასაკის შეუზღუდავად და სოციალური სტატუსის გათვალისწინების გარეშე. საჭიროა აგრეთვე ცხოვრების დონიდან გამომდინარე სამკურნალოდ აუცილებელ მედიკამენტებზე შესაბამისი ფასის განსაზღვრა.

მარიამ ბუჩუკური

This slideshow requires JavaScript.

თდჯ „ხელმარჯვე ქალები“, ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფ „მომავლის იმედთან“ ერთად შევიკრიბეთ ჩვენს კომპიუტერულ ცენტრში, ახალგაზრდებს გავაცანით ინფორმაცია გენდერული ძალადობის წინაარმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის შესახებ, ვიმსჯელეთ ქალთა მიმართ ძალადობაზე ოჯახში და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ. თითოეულმა მონაწილემ გამოთქვა თავისი აზრი, ბოლოს შევჯერდით და პროტესტი გამოვხატეთ შემდეგნაირად: მოსახლეობაში გავავრცელეთ ბუკლეტები სათაურით „16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“, მასში მოვუწოდებდით მოსახლეობას რომ ხმა აიმაღლონ და გამოხატონ პროტესტი ადამიანის უფლებების დასაცავად და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ასევე გავავრცელეთ პროკლამაციები წარწერით „მშვიდობა ჩვენს ოჯახებში და მთელს მსოფლიოში, დავძლიოთ მილიტარიზმი და ბოლო მოვუღოთ ძალადობას ქალთა მიმართ“.ვმართავდით მცირე დისკუსიებს ქუჩაში შემხვედრ ადამიანებთან, მოკლედ ვაცნობდით 16 დღიანი კამპანიის შესახებ და ვისმენდით მათ აზრს ქალთა მიმართ ძალადობაზე. ერთერთი ხანდაზმული ქალბატონის ნანო გიგუაშვილის თქმით ეს ისეთი პრობლემაა, რომლის აღმოფხვრასაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება თუ ყველა ქალმა არ იბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ.
ჩვენ „ხელმარჯვე ქალებს“ კი ჩვენი მოსაზრება გვაქვს ამ საკითხზე, მომავალი თაობა უნდა აღვზარდოთ იმ შეგნებით რომ ქალი და მამაკაცი თანასწორი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ ოჯახშიც და საზოგადოებაშიც.ახალგაზრდები ხალისით აკრავდნენ თავშეყრის ადგილებში ამ პროკლამაციებს. ისინი ამაყობდნენ იმით რომ მიეცათ საშუალება შეეტანათ წვლილი და „ხელმარჯვე ქალებთან“ ერთად გამოეხატათ პროტესტი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.

„ხელმარჯვე ქალები“
შიდა ქართლი, კარალეთის თემი.

შეხვედრა გორში

Posted: November 25, 2011 by unscr1325georgia in შიდა ქართლი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის(UN Women) და „ფონდი ტასოს“ ინიციატივით პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში 9 ნოემბერს ქალაქ გორში ჩატარდა შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით, რაც ითვალისწინებდა თემისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლობა სოციალური (გენდერული) ბიუჯეტირებისთვის. შეხვედრას ქალბატონი მარინა თაბუკაშვილი უძღვებოდა. თავიდანვე უნდა გითხრათ რომ წამყვანზე მთლიანად დამოკიდებულია შეხვედრის ბედი, იმდენად დიდი გამოცდილება ჩანდა, რომ დარბაზში მყოფნი ერთ დიდი სამუშაო გუნდად გადავიქეცით, ყოველგვარი საფეხურის მიუხედავად.
პროფესორმა ჩარიტა ჯაშმა დამაჯერებლად ახსნა გენდერული გენდერული თანასწორობის პრინციპების შეტანა მმართველობის ყველა სფეროში. 2012 წლის ბიუჯეტი გამოცხადდა როგორც სოციალური(გენდერული) ბიუჯეტი.
შემდეგი მომხსენებლები იყვნენ კარალეთის თემის თვითდახმარების ჯგუფების წევრები, რომლებმაც მომავალ ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პრიორიტეტები წარმოადგინეს, ამის შემდეგ დისკუსია გაება .მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ აღნიშნა რომ ჯგუფების მიერ ჩატარებული სამუშაოები დროული და აუცილებელი იყო, ამისთვის მადლობა გადაუხადა მარინა თაბუკაშვილს.კვლევის შედეგბი წარმოადგინეს ტირძნისის და სკრის თემის თვითდახმარების ჯგუფებმაც. ამ სამუშაოებს წინ უძღოდა ქალბატონ ქეთევან ჯორდანიასდა ცისანა გოდერძიშვილის რჩევები, სწავლებები.

მთელი ღამე ვერ დავიძინე, ემოციები და ფიქრები არ მასვენებდა. ვიხსენებდი ქალბატონ მარინას სიტყვებს: „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თემში ცვლილებების მოსახდენად, მთავარი მზაობაა–ო“.სწორედ ამიტომაა პროექტი წარმატებული, ასეთი აწყობილი ურთიერთობა რომ არის მენეჯერებს, პარტნიორებს , სათემო მუშაკებსა და ჯგუფების წევრებს შორის. შეხვედრაზე მივხვდი როგორ შეიცვალენენ ჯგუფების წევრები შექმნის მერე, როგორ გაიზარდა მათი მოტივაცია ასეთი დონის შეხვედრებზე. პრობლემის გადაჭრის შენეული ხედვა შესთავაზო ხელისუფლებას ამას წინ ხომ მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა. გუნდური მუშაობის სიკეთე სახეზე იყო. იქვე აკეთებდა ჩანაწერებს, იღებდა სურათებს ინტერნეტ გაზეთისთვის ნატო ქორიძე. მინდა ჩვენი რწმუნებულის ხუმრობით ნათქვამი გითხრათ: „შენი ქალების მუშაობას ბრალდება თუ რამე ახალი ხდება სოფელშიო, მე არავინ მახსენებს და არ ვჩანვარო“.ამაზე ბევრი იცინეს გოგოებმა.მიხარია და სიხარულს თქვენც გიზიარებთ.

სათემო მუშაკი კარალეთის თემში ლარისა ქევხიშვილი.

აგვისტოს 5 დღე

Posted: June 29, 2011 by unscr1325georgia in შიდა ქართლი

        დიდი  დარდი და ამვდროულად  სიამაყე  გამოიწვია  ჩვენში ამ  ფილმის ნახვამ. სიამაყემ  იმ მხრივ,რომ  უყურადღებოდ არ დარჩა  2008 წელი. დაინახა მსოფლიომ და ,,იმედია “გაიზიარა ჩვენი ტკივილი.ამ ფილმის გადაღებისას ვმონაწილეობდი ეპიზოდურ როლებში და ჩემი მთავარი მიზანი იყო რამენაირად დავხმარებოდი თუნდაც მცირედად…

გორის ბლოგერთა ჯგუფი

gvantsa  & iza