ანაკლიაში სასტუმრო“ palm beach“-ში პროექტის „ქართულ–აფხაზური დიალოგი“ ფარგლებში გაიმართა ღონისძიება, რომლის ორგანიზატორი თბილისის ჩერქეზული კულტურის ცენრტი იყო, პროქტის მიზანია გადაიდგას ნაბიჯები აფხაზთა შემორიგებისკენ, რაშიც შუამავლის ფუნქციებს ჩერქეზი მოღვაწეები ასრულებენ. ღონიძიებას ესწრებოდნენ აფხაზი ახალგაზრდები, ჩერქეზი საზოგადო მოღვაწეები და აბაზური კულტურის ცენტრის წარმომადგენლები. თბილისის ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორის განცხადებით: „ ჩერქეზული კულტურის ცენტრი თბილისში ახორციელებს ქართულ– ჩერქეზულ დიალოგს და ამ დიალოგის ფარგლებში გაიმართა უმნიშვნელოვანესი ღონისძიება აფხაზების მონაწილეობით, მათ შორის ჩრდილო კავკასიიდან და საკუთრივ აფხაზეთიდან , ამ შევხედრით იწყება დიდი დიალოგი აფხაზურ საზოგადოებასთან“ . ღონისძებაზე მოწვეულები იყვნენ ანაკლიის და ზუგდიდის ინტელიგენცია და საგანგებოდ მოწვეული სტუმრები , მათ შორის ფონდი „ნეფას“ წარმომადგენლები. ფონდის წარმომადგენელი ღონისძიებაზე შემდეგი სიტყვით გამოვიდა: „ჩვენი სათემო ფონდი „ნეფას“ ერთ–ერთ მთავარ სამუშაო მიმართულებას წარმოადგენს ქალთა ჩართულობა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში და მშვიდობის კულტურის დანერგვა საზოგადოებაში, ამ მიზნის მისაღწევად ორგანიზაციას განხორციელებული აქვს რამდენიმე სამშვიდობო ღონისძიება და მომავალშიც აქტიურად ვაპირებს ამ კუთხით მუშაობას, რადგან ვთვლით რომ თემში მშვიდობის თემის პროპაგანდა ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველი ადამიანი უნდა აცნობიერებდეს, რომ მხოლოდ წმინდა ადამიანურ ურთიერთობებს შეუძლია დადგეს მაღლა კონფლიქტზე და იმ უდიდეს ზიანზე რაც მას მოაქვს ადამიანებისთვის.
კონფლიქტის დროს არ არსებობს დამარცხებული და გამარჯვებული, ის ერთნაირად უნგრევს ადამიანებს ცხოვრებას, ამიტომ თითოეული მხარე უნდა ცდილობდეს გააქტიუროს ნდობის აღდგენაზე მიმართული ღონისძიებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ძალადობის, სიძლვილის უწყვეტ ჯაჭვს, რომელსაც განუზომელი ზიანის მოტანა შეუძლია ნებისმიერი მხარისთვის.
საერთო სულიერი ღირებულებები არის ის საუკეთესო იარაღი, რასაც შეუძლია გააერთიანოს დაპირისპირებული მხარეები მშვიდობიანი, უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. საბედნიეროდ ეს საერთო ფასეულობები არსებობდა ქართველ, აფხაზ და ჩერქეზ ხალხებს შორის და ჩემი აზრით სწორედ ეს უნდა იყოს მომავალშიც ჩვენი მშვიდობიანი თანაცხოვრების მთავარი გარანტი“.

ხატია ძაძუა

Imageდღეს 13 აგვისტოს თვითდახმარების ჯგუფმა ,,ხელმარჯვე ქალებმა”, მოხალისე ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, მოვინახულეთ  გარეჯვრის საბავშვო ბაგა–ბაღში არსებული ცენტრი, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებთან ერთად არიან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები. ცენთრი გახსნილია პროექტის, ქალები თანასწორობისთვის , მშვიდობისა და განვითარებისთვის საქართველოში. Image

ქალთა საინფორმაციო ცენტრის და ,,ფონდი ტასოს ” დაფინანსებით , პროექტის სახელწოდებაა ,,თანადგომა”. პატარებს მივუტანეთ სურსათი და ტკბილეული. მოხალისე ახალგაზრდებმა ბავშვებთან ერთად ითამაშეს და ნახატები გააფერადეს რაც ბავშვებს ძალიან მოეწონათ, კიდევ ერთხელ დაპირდნენ დახმარებას და გვერდში დგომას რაც მათ არაერთხელ გაუკეთებიათ ჯგუფ თანადგომისთვის.Image

,,ხელმარჯვე ქალები”     რიმა აბაიაძე 

27 ივლისს ანაკლიაში გაიმართა აქცია სახელწოდებით “სუფთა ანაკლია”, რომლის სლოგანი იყო “ნუ დაწვები ნაგავში – ეს შენი სირცხვილია”! აქციის ორგანიზატორი იყო ანაკლიაში მოქმედი სათემო ფონდი ”ნეფა”. მონაწილეობას იღებდნენ ანაკლიის რწმუნებული, დეპუტატი, ფონდი “ნეფას” წარმომადგენლები და ახალგაზრდა მოხალისეები. აქციის მონაწილეებმა სანაპიროზე გაავრცელეს ბროშურები და მიიღეს მონაწილეობა სანაპიროს დასუფთავებაში. ანაკლიის რწმუნებული დაუკავშირდა დასუფთავების სამსახურს, რომელთაც გაიტანეს სანაპიროზე შეგროვებული ნაგავი.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის მაია ბულიას თქმით : “ჩვენი იმედი ის იქნება, რომ გაითვალისწინებენ ჩვენი აქციის სლოგანს და მგონია რომ არ დადგება მსგავსი აქციის ჩატარების საჭიროება და თვითონ ხალხი გააცნობიერებს, რომ სანაპირო არ უნდა დააბინძურონ და უნდა იყოს სუფთა”.

ხატია ძაძუა